რუსეთის სახალხო არტისტმა და მოსკოვის „დინამოს“ მრჩეველთა დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევ ლეშჩენკომ მისი გუნდის თბილისში მარცხზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, „დინამო“ ევროთასებიდან არ გავარდნილა, რადგან საქართველო ევროპა არ არის და თბილისის „ლოკომოტივი“ სამოყვარულო გუნდია.
„სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ, ეს სირცხვილიც აღარ არის. თბილისის „ლოკომოტივი“ სამოყვარულო გუნდს ჰგავს, ბიუჯეტიც არ აქვთ, არც არაფერი. მათ ფონზე კი, „დინამო“ უფრო ცუდად გამოიყურებოდა. არ მესმის რა სახის ფეხბურთს თამაშობენ, ვცდილობ ამის გარკვევას, მაგრამ არ შემიძლია.
„დინამომ“ ევროპაში ითამაშა? არა, არასდროს ყოფილა ევროპაში. რა არის საქართველო? ევროპა? ჩვენ არ ვართ ევროპაში სათამაშოდ მზად. იქნებ უკეთესიც იყოს, რომ გავვარდით. მათ არ ესმით, რომ დიდ გუნდში თამაშობენ, თითოეულ მოთამაშესთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: არ გრცხვენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? ქართველებს ორი შეტევა ჰქონდათ და ორივე გოლი გაიტანეს. შუნინმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, პირველ გოლზე შეცდომა დაუშვა, ჯობდა კარში მდგარიყო.
ნახეთ რა გააკეთა დღეს ნ’ჯიმ? რაში გვჭირდება ასეთი მოთამაშე? რა თანხა დაიხარჯა? თუ შევადარებთ „დინამოსა“ და ქართველების ბიუჯეტს... რა აზრი აქვს მრავალმინიონიან შენაძენებს? მოიცილეთ ლეგიონერები, ითამაშეთ ჩვენი ფეხბურთელებით, უფრო უარესი არ მოხდება. ჩემპიონატში უცხოელების დიდი რაოდენობა გვყავს - ისინი დომინირებენ, ფულს შოულობენ და სამშობლოში აგზავნიან - ისინი რუსეთს ფულს ართმევენ.. რაღაც საკუთარი უნდა განვავითაროთ. ეს არის მთავარი საკითხი, რომელი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.
რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთის დონე აღმაშფოთებელია, ახალი სეზონის დასაწყისით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ნაცრისფერია, გაცვეთილი და უინტერესო. უბრალოდ უსახური და პრიმიტიული თამაში. დრამა არ არის, თუმცა უნდა იყოს, ხალხი სტადიონზე სწორედ ამისთვის მიდის“, - თქვა ლეშჩენკომ.
შეგახსენებთ, თბილისის „ლოკომოტივმა“ ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის გოლებით მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.