ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი გაიტანა. "კაისარის" ქართველმა ფორვარდმა კვიპროსის "აპოელი" დაამწუხრა.
ელგუჯამ შეუცვლელად ითამაშა და მე-6 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. თუმცა, შემდეგ კვიპროსელები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და 4:1 იმარჯვეს.
"კაისარი" ევროპა ლიგას გამოეთიშა, ლობჯანიძიეს კი მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.