ფეხბურთი

15:08 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელს თბილისური მინდორი არ მოეწონა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქის, მოსკოვის “დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, კირილ ნოვიკოვს, თბილისური სტადიონის მინდორი არ მოეწონა.

„უმაყურებლო სტადიონი გვაწყობს. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ცუდი მინდორი კარგა ხანია არ მინახავს. ალბათ, მსგავსები წარსულში თუ იყო ხოლმე. ძალიან დაბალი დონის მინდორია. მაგრამ, გუნდები თანაბარ მდგომარეობაში არიან და იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ.“ - უთხრა ნოვიკოვმა დინამოს“ YouTube არხს.

„ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ მატჩი, დღეს, 17 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 21 საათზე დაიწყება.

0.11844