აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუს შეხვდა და მისი დამარცხება კაკენაგეს ილეთით მოახერხა.
ლევანს 30 წლის ექს-ოძეკთან მძიმე ბრძოლა გადახდა, თუმცა საბოლოოდ მაინც იმარჯვა. ეს წყვილის 22-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 9 მოიგო, 13 შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.
გორგაძის მომდევნო მეტოქე კი სეკივაკე შოდაი იქნება. იაპონელი სპორტსმენი შემოდგომის სუპერტურნირზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მას 4 მოგების წილ მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ქართველთან ურთიერთშეხვედრებში კი 16 ორთაბრძოლიდან 9 მოგებით უპირატესობას ინარჩუნებს.
ტოჩინოშინს 2 მოგების საპირისპიროდ სამი მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ის მოგება მართებს.