ფეხბურთი

13:21 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ და „ტოტენჰემმა“ ბეილის ტრანსფერი, შესაძლოა, 18 სექტემბერს გააფორმონ

მადრიდის „რეალმა“ და ლონდონის „ტოტენჰემმა“ უკვე მოილაპარაკეს უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის ტრანსფერის თაობაზე და გარიგება 18 სექტემბერს უნდათ რომ დაასრულონ - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი მელჩორ რუისი.

ბეილი „რეალში“ „ტოტენჰემიდან“ 2013 წელს გადავიდა 100 მილიონ ევროდ, რაც მაშინ ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იყო. მადრიდულ კლუბში გარეთი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ ტურნირის 2014 და 2018 ფინალებში კი გადამწყვეტი გოლები გაიტანა.

0.11816