ფეხბურთი

11:21 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრებს ფრანკ დე ბური გაწვრთნის?

ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირი „აიაქსისა“ და „ინტერის“ ყოფილ დამრიგებელთან, ფრანკ დე ბურთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობის პოსტის თაობაზე - გვამცნობს De Telegraaf.

წყაროს მტკიცებით, კავშირის ხელმძღვანელებს სურთ დე ბური ბოსნიასა და იტალიასთან ერთა ლიგის საოქტომბრო მატჩებამდე წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი ვაკანტური გახდა, მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ გადავიდა სამუშაოდ.

დე ბურის ბოლო კლუბი „ატლანტა იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც მან წლეულს ივლისში დატოვა. მანამდე მას „აიაქსში,“ „ინტერში“ „კრისტალ პალასსა“ და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ უმუშავია.

0.113229