ფეხბურთი

23:20 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერი: "ჩელსიში" ტიტულების მოსაგებად მოვედი"

მიუხედავად იმისა, რომ ტიმო ვერნერს "ლივერპულს" უკავშირებდნენ, გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლონდონის "ჩელსიში" გადასვლა არჩია და განაცხადა, რომ მას "არისტოკრატების" მაისურით "ტიტულების მოგება" სურს.

24 წლის შემტევმა "ჩელსისთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "ლაიპციგმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 47 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

ვერნერმა განაცხადა, რომ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა იგი დაარწმუნა ლონდონში გადასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა.

"როდესაც გადავწყვიტე "ლაიპციგის" დატოვება, ამ დროს სხვადასხვა კლუბთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, მათ შორის "ჩელსისთან". რა თქმა უნდა, ისეთი კლუბები როგორიც "ლივერპულია" - მათ დიდი გუნდი ჰყავთ - და ასევე შესაძლოა სხვა გუნდებსაც შევწყობოდი. მაგრამ გადავწყვიტე "ჩელსი", რადგან ესაა საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია. საბოლოოდ, ეს იყო რთული გადაწყვეტილება, თუმცა ვამაყობ და ბედნიერი ვარ ამით. ორი თვეა ახალ კლუბში ვარ და ბედნიერი ვარ." - ციტირებს BBC ვერნერის სიტყვებს.

ვერნერმა, რომელმაც "ბრაიტონის" წინააღმდეგ მოგებულ (3:1) პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში 90 წუთი ითამაშა, დაამატა, რომ "აქ მოვედი ტიტულების მოსაგებად. ესაა დიდი კლუბი და ესაა კლუბი, რომელსაც სულ უნდა მოიგოს და მეც მინდა ყველა მატჩის მოგება."

"გასულ წლებში ბევრი ტიტული ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა ძლიერი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც განვითარება შეუძლია."

"ჩელსიმ" გასულ სეზონში პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, თუმცა მარცხი განიცადა. ბოლოს "არისტოკრატებმა" ჩემპიონატი 2016/17 წლების სეზონში მოიგეს.

ზაფხულში კლუბმა 200 მილიონი დახარჯა ისეთი ფეხბურთელების ტრანსფერში როგორებიც არიან ტიმო ვერნერი, კაი ჰავერცი, ბენ ჩილუელი, ჰაკიმ ზიეხი და ტიაგო სილვა. კლუბმა ასევე დაიმატა "რენიდან" მეკარე ედუარდ მენდი.

ვერნერმა განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ლამპარდის ხედვამ მოახდინა.

"უცნაური დრო იყო. კორონავირუსის გავრცელების გამო ჩვენ პირველად კლუბში შევხვდით. მანამდე, ლამპარდი ბევრს მირეკავდა, მწერდა, მიგზავნიდა ვიდეოებს სადაც მიხნიდა თუ როგორი სტილით უნდოდა მის გუნდს ეთამაშა."

"მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი ხედვა ჩემ სტილს ემთხვეოდა. მთლიანად პრემიერლიგის სტილი მერგება - ესაა ძალიან სწრაფი და სწრაფ ფეხბურთელებს სათამაშოდ კარგი სივრცე აქვთ. საუბრები ფრენკთან მნიშვნელოვანი იყო. იგი მშვენიერი, წყნარი ადამიანია, რომელიც სწორად გიხსნის თუ რომელი სტილის თამაში მოსწონს. ლამპარდი გესაუბრება არა როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც ადამიანს. ასეთი დამოკიდებულება შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გადმოვედი ამ კლუბში."

0.121379