გიორგი ჩაკვეტაძემ დაამტკიცა, რომ „შუშის კაცია“ - წერს ბელგიური გამოცემა voetbalprimeur-ი „გენტისა“ და ვენის „რაპიდის“ მატჩის შემდეგ. 21 წლის ქართველმა გამარჯვება წონადი წვლილი შეიტანა, პენალტი გამოიმუშავა, თანაც რა დრიბლინგის შემდეგ, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა მისთვის ავადსახსენებელი - ტრავმა მიიღო.
ჯერ უცნობია ზუსტად დაზიანების ხარისხი და როგორც ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა თქვა, ამას სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს. ბელგიური ვებგვერდი კი მატჩის მიმოხილვაში ჩაკვეტაძის შესახებ წერს:
„ჩაკვეტაძემ ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ შანსი მიიღო. ქართველმა „გენტს“ კანადელი უნდა დაავიწყოს. მას ვენის „რაპიდთან“ ვარსკვლავური თამაში არ ჰქონია, მაგრამ პენალტის მოპოვება მოახერხა. ამავე მომენტში დაშავდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „შუშის კაცია“. კიევის „დინამოსთან“ მან თამაში რომ მოახერხოს, „გენტში“ სანთლები უნდა აანთონ“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, „გენტი“ უკრაინულ გუნდს 23 და 29 სექტემბერს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მატჩები ძლევებური სისტემით გაიმართება და ორრაუნდიანი იქნება.