ფეხბურთი

17:37 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში "ასტონ ვილაში" რჩება

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ჯეკ გრილიშს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შემტევი ნახევარმცველი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

გრილიში „ასტონ ვილას“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2014 წლის მაისში ჰქონდა. საერთო ჯამში „ვილა პარკზე“ 187 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი.

0.120477