„ბარსელონას“ ნაევარმცველი, რაფინია ალკანტარა, მიმდინარე სეზონში კლუბში დარჩება - გვამცნობს Mundo Deportivo.
წყაროს მტკიცებით, კატალონიური კლუბი მზადაა რაფინია 16 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ დღემდე ღირსეული წინადადება არ მიუღია. ფეხბურთელი ხვდება რთულ სიტუაციას. იცის, რომ ცოტა სათამაშო დრო მიეცემა, მაგრამ მაინც დარჩენა არჩია. ესპანური მედია რაფინიასადმი „ლიდს იუნაიტედის“ ინტერესის შესახებაც წერდა.
რაფინია „ბარსელონას“ აღზრდილია. საკლუბო სისტემაში 2007 წელს მოხვდა. გასული სეზონი კი იჯარის წესით „სელტაში“ გაატარა.