ფეხბურთი

23:30 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" გაფართოებულ შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა ნინუას პაოკ- ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლებს. ბერძენთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ მატჩის გაფართოებულ განაცხადში ქართველი ნახევარმცველიც შეიყვანა.

ნიკას დებიუტი ათენის „პანათინაიკოსთან“ სპარინგში ჰქონდა, მაგრამ ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია, რადგან საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ლარისასთან“ 90 წუთი სათადარიგო სკამზე იჯდა.

პაოკ-ისა და „ბენფიკას“ შეხვედრა 15 სექტემბერს (22:00 საათი) გაიმართება და გამარჯვებული პლეი-ოფში გავა.

0.113502