ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიური „გენტი“ ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება და გიორგი ჩაკვეტაძე გაფართოებულ შემადგენლობაშია, რომელშიც 21 ფეხბურთელი მოხვდა.
„ბუფალოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელ ვიმ დე დეკერმა, რომელმაც დღეს ლასლო ბოლონი შეცვალა, განაცხადი მატჩამდე 24 საათით ადრე გაასაჯაროვა.
ცხადია, შემადგენლობაში არაა გიორგი ქვილითაია, რომელიც „ანორთოსისში“ გადადის და თანაგუნდელები უკვე დაემშვიდობნენ.
„გენტი“ ვენის „რაპიდს“ 15 სექტემბერს საკუთარ „გელამკო არენაზე“ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ნაბიჯი, პლეი-ოფის გადალახვა იქნება საჭირო.