ფეხბურთი

17:47 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტვენტეს" დირექტორი: "აბურჯანიას წასვლა ჩვენთვის შვება იქნება"

ენსხედეს „ტვენტეს“ ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გიორგი აბურჯანიას გუნდიდან გაშვება მათთვის პრიორიტეტულია. როგორც მან თქვა, ეს „ტვენტესთვის“ შვება იქნება.

„თუ აბურჯანია წავა, ჩვენთვის შვება იქნება. ჯერ კიდევ ვეძებთ შემტევ ნახევარმცველს და მისი წასვლა ძიების პროცესს გაგვიადვილებს“, - აღნიშნა სტრეუერმა.

აბურჯანიას „ტვენტესთან“ საიჯარო კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ არაევროკაშვირელის პასპორტი აქვს და ამის გამო მისი ხელფასის გადახდა ნიდერლანდური გუნდისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

აბურჯანიას აქტიურად უკავშირებენ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ოვიედოს“ და შეიძლება ითქვას, ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ნიშანდობლივია, რომ 25 წლის ჩვენებური გუშინ ერედივიზიონის პირველ ტურში „სიტარდთან“ განაცხადშიც არ იყო. აბურჯანიამ „ტვენტეში“ გასულ სეზონში 19 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.129951