ნაომი ოსაკამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში ვიქტორია აზარენკა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 (1:6, 6:3, 6:3) დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
შეხვედრა 1 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა და პირველი სეტის უშანსოდ წაგების მიუხედავად, 22 წლის იაპონელმა მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ნაომიმ 6 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო საპასუხოდ აზარენკას 3 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში აზარენკამ სერენა უილიამსი, ოსაკამ კი ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა.
ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ 22 წლის ნაომი ოსაკამ US Open-ი კარიერაში მეორედ მოიგო (2018, 2020), შარშან კი ამ ტურნირზე ჩემპიონი კანადებული ბიანკა ნადრეესკუ გახდა.