ფეხბურთი

10:57 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

„სევილია“ და „ოვიედო“ გიორგი აბურჯანიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს წარმატებით ასრულებენ. ესპანური მედიის ცნობით, თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და აბურჯანია ესპანეთში დაბრუნდება.

გიორგის ენსხედეს „ტვენტესთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება დარჩა, მაგრამ ვინაიდან კლუბისთვის მისი ხელფასის გადახდა პრობლემად იქცა, კონტრაქტი გაყწდება და „სევილია“ მას კიდევ ერთხელ გაანათხოვრებს.

ტრანსფერს ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ თავად 25 წლის ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნება უნდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ გუშინ „ტვენტემ“ ერედივიზიონის პირველ ტურში „სიტარდი“ 2:0 დაამარცხა, ჩვენებური კი განაცხადში არ ყოფილა.

აბურჯანიას ესპანეთში „სევილიას“ მეორე გუნდში, ტარაგონას „ხიმნასტიკსა“ და „ლუგოში“ უთამაშია. „ოვიედოც“ ლა ლიგა 2-ს ბინადარია და თუ ეს ტრანსფერი შედგა, სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს ამ ლიგაში - გიორგი აბურჯანია („ოვიედო“), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა) და გიორგი მაკარიძე („ალმერია“), რომლის ტრანსფერი გუშინ დადასტურდა.

ცნობისთვის, გიორგი აბურჯანიამ 2019-2020 წლების სეზონში „ტვენტეს“ ღირსენა 19 მატჩში დაიცვა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.121225