ფეხბურთი

20:20 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნად დარჩა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ულე გუნარ სულშერი, ჟურნალისტებს მისი გუნდის მცველის, ჰარი მაგუაირის შესახებ ესაუბრა.

„ჰარის რთული ზაფხული ჰქონდა. შესვენებაც ხანგრძლივი გამოუვიდა. პრობლემები მიეძალა და ამიტომ რამდენიმე დღე კიდევ დავუმატეთ დასასვენებლად. ახლა ის დაბრუნდა და შესანიშნავად გამოიყურება.

ღირსეულად გადაიტანა ყველა პრობლემა და ჩვენს კაპიტნად რჩება.

ვფიქრობ, ძალიან კარგი ადამიანია, სწორი ღირებულებებით. ის კიდევ ბევრ სარგებელს მოგვიტანს.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში დასვენებისას, მაგუაირს ბარში მოუვიდა ჩხუბი ჯერ გვერდზე მსხდომ ადამიანებთან, შემდეგ პოლიციელებთანაც. ორი დღე საკანში გაატარა, მაგრამ საბოლოოდ გაამართლეს და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა.

0.135356