ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯეს. 27 წლის ცნობილი სპორტსმენი 2018 წელს დემონსტრაციების დროს ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
მას 74 როზგი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ირკვევა, აფკარს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს.
აფკარის გარდა, დაკავებულია მისი ორი ძმაც. აღსანიშნავია, რომ საქმეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერია და ირანის ხელისუფლებასმოუწოდა მოჭიდავე სიკვდილით არ დაესაჯა, თუმცა მისმა მოწოდებამ არ გაჭრა.