ჩოგბურთი

11:42 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

US Open-ის ფინალში ნაომი ოსაკა და ვიქტორია აზარენკა გავიდნენ

ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლიდნენ. დღის პირველ შეხვედრაში ნაომი ოსაკა ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდს დაუპირისპირდა და იაპონელმა მეტოქე 3 სეტში 7:6, 3:6, 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩამდე მსოფლიოს 41-ე ჩოგანს სეტიც არ ჰქონდა წაგებული, თუმცა ოსაკასთან ვერაფერს გახდა და ასპარეზობას გამოეთიშა. რაც შეეხება 22 წლის ნაომი ოსაკას, ამ მოგების შემდეგ ის ტოპ ხუთეულში დაბრუნდება. ამერიკის ღია პირველობის მოგების შემთხვევაში კი მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდება, წაგების შემთხვევაში - მეოთხე.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ერთმანეთს ვიქტორია აზარენკა სერენა უილიამსს დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრაშიც 3 სეტის გამართვა გახდა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი სერენამ დიდი უპირატესობით მოიგო, დარჩენილი თამაშის განმავლობაში ვერაფერს გახდა და საბოლოო ჯამში ბელარუსელმა ჩოგბურთელმა 1:6, 6:3, 6:3 იმარჯვა და რეიტინგში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, რადგან 58-ე პოზიციიდან ტოპ 15-ში გადაინაცვლა. უშუალოდ ფინალური დაპირისპირება ნაომი ოსაკასა და ვიქტორია აზარენკას შორის 12 სექტემბერს გაიმართება.

0.117863