ამერიკულ MLS-ში ქართველების „სან ხოსე“ კატასტროფულად თამაშობს და მორიგი მატჩი წააგო, ამჯერად „სიეტლ საუნდერსთან“ და ყველაზე საინტერესო ანგარიშია - 1:7.
რა თქმა უნდა, მასპინძლები უდიდესი უპირატესობა ფლობდნენ და პირველი ტაიმი 5:0-იც მოიგეს. მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილი 64-ე წუთამდე ათამაშა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.
საერთოდ, გამოცდილ მცველს ბოლო მატჩებში არგენტინელი აღარ ენდობა, ხან სკამზეა, ხან - განაცხადს მიღმა. „სან ხოსემ“ კი ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და 16 გოლი გაუშვა. მაგალითისთვის, „სიეტლთან“ 1:7, ხოლო „ლოს ანჯელესთან“ 1:5 განადგურდა.
„სან ხოსე“ 9 ტურის შემდეგ 9 ქულით დასავლეთ კონფერენციაში „ვანკუვერთან“ ერთად ბოლო ადგილს იყოფს.