ხორვატი მატე პავიჩის და ბრაზილიელი ბრუნო სოარესის წყვილმა, აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცი წყვილების ფინალში, ჰოლანდიელი ვესლი კოლოჰის და ხორვატი ნიკოლა მეკტიჩის წყვილი 7-5 6-3 დაამარცხა და ტურნრის ჩემპიონი გახდა.
პავიჩის და სოარესის წყვილმა, დიდი სლემის ტურნირის ფინალს პირველად მიაღწია. პავიჩი მძლავრი მოწოდებით გამოირჩევა, სოარესი კი იმით, რომ მეტოქეს ხშირად უქმნის რთულ სიტუაციებს. ამ კომბინციამ შესანიშნავად იმუშავა. მათ გამარჯვების ქულა, მეკტიჩის უხეიროდ შესრულებული ხელუკუღმა (ბექჰენდი) დარტყმით მოიპოვეს.
„ეს ისაა, რისთვისაც ერთად ბევრი ვივარჯიშეთ. მთელი ხუთი თვე სწორედ ამისთვის ვემზადებოდით“, განაცხადა სუარესმა, ვისაც 2016 წელს ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობებზე, მამაკაც წყვილთა ტიტულები, ბრიტანელ ჯეიმი მარისთან ერთად აქვს მოგებული. გარდა ამისა, იმავე წელს ავსტრალიის ღია შერეულ წყვილებში მოიგო, აშშ-ის ღიაზე კი შერეულებში ორჯერ გაიმარჯვა.
ხორვატულ-ბრაზილიური წყვილის გზა ფინალამდე არ იყო იოლი. პირველ წრეში მათ მესამე სეტში ბრეიკ ამოქაჩეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანს, მეორე წრეში კი მატჩ პოინტი მოიგერიეს.
პავიჩს 2018 წელს ავსტრალიის ღიას მამაკაც წყვილთა ტურნირი ავსტრიელ ოლივერ მარაჩთან ერთად აქვს მოგებული. ასევე არის ავსტრალიის და აშშ-ის ღია პირველობების ჩემპიონი შერეულ წყვილებში და დევისის თასის მფლობელი.