ფეხბურთი

21:17 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა, მისი ტესტის პასუხი უარყოფითია

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგის მეოთხე ტურში ითამაშებს. ლასლო ბოლონიმ 21 წლის ჩვენებური „გენტის“ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეროვნული ნაკრებიდან ბელგიაში დაბრუნების შემდგე კორონავირუსის ტესტზე უარყოფით პასუხი ჰქონდა. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ გუშინ ბოლონიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩაკვეტაძის უახლოესი მატჩისთვის განაცხადში შეყვანა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ტესტის პასუხს ელოდებოდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, პასუხი მალევე მიიღეს და რაც მთავარია, უარყოფითი. ამრიგად, გიორგი სათამაშოდ მზადაა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ისევ არაა შემადგენლობაში, თუმცა ეს გასაკვირიც არაა, ბელგიელებმა ქართველზე უარი საბოლოოდ თქვეს და ახალი გუნდის მოძებნა ურჩიეს.

„გენტი“ ბელგიის იუპილერ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად „ეუპენთან“ გამართავს.

0.116913