ქართულმა ბულვარულმა გამოცემა Primetime-მა გაავრცელა ფოტომასალა სადაც ასახულია დამტვრეული თასები და იქვე გახლდათ ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ნიკას მოგებული თასები დაამტვრია.
ამავე გამოცემამ კომენტარი ჩამოართვა ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს, რომელიც ირწმუნება, რომ მოგებული თასები ნიკა ბასილაშვილს სახლში აქვს და მის დაცვის ქვეშ მყოფს ეს ვანდალური აქტი არ ჩაუდენია.
რაც შეხება მეორე მხარის, ანუ ნიკა ბასილაშვილის ადვოკატს, მან დაზუსტებით არ იცის ამ ამბის რაობა და აპირებს საქმეში პოლიცია ჩარიოს, რათა დარწმუნდეს მოხდა თუ არა მსგავსი ქმედება.