ფეხბურთი

15:19 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გუგა ფალავანდიშვილი კარიერას ბერძნულ კლუბში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას „ლამიაში“ გააგრძელებს. 27 წლის სპორტსმენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ჩვენებურის ტრანსფერს გუნდის ოფიციალური საიტი გამოეხმაურა:

„მივესალმებით და ვუსურვებთ ბევრ წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად“, - წერს „ლამიას“ ოფიციალური გვერდი.

ახალ გუნდში გადასვლის შემდგომ კი პირველი კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:

"მოხარული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთში ვითამაშებ. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე, რომ „ლამიამ“ თავისი მიზნებს მიაღწიოს."

ფალავანდიშვილმა გასული სეზონი ლატვიურ „ვენტსპილსში“ გაატარა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე კი პოლონურ და მოლდოვურ გუნდში თამაშობდა. საქართველოში გუგა ქუთაისის „ტორპედოს“, გორის „დილას“ და „გაგრას“ ღირსებას იცავდა.

0.117533