ფეხბურთი

13:51 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ანალიტიკოსი: "კვარაცხელია უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს, ვიდრე პრემიერლიგის გუნდების ნახევარი"

ყაზანის "რუბინის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sports.ru-ს ყოფილმა ბლოგერმა და ამჟამად მწვრთნელ-ანალიტიკოსმა იგორ მანანიკოვმა ისაუბრა, რომელიც ორენბურგში თამაშობდა, ხოლო სტაჟირება რუბინში გაიარა.

მისი განცხადებით, კვარაცხელია უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს, ვიდრე პრემიერლიგის გუნდების ნახევარი.

- კვარაცხელია უკვე ტოპფეხბურთელია?

- მეჩვენება, რომ დენი მაკაროვი უფრო სტაბილურია. გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, იმის გასაგებად თუ რა სურს, მაკაროვს დისტანციურად უპირატესობა აქვს. თუმცა, ხვიჩა შეტევაში მრავალფეროვნებას იძლევა. მარტო ის უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს, ვიდრე პრემიერლიგის გუნდების ნახევარი ერთად.

- მას აქვს დრიბლინგის 107 მცდელობა - ეს საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში უზარმაზარი სხვაობით. 55 წარმატებული იყო...

- ნელ-ნელა ეფექტური დრიბლინგები აქვს. ეს პროგრესი არც ისე სწრაფია, მაგრამ სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ხვიჩას დრიბლინგების შემდეგ ყველაფერი უფრო ეფექტურია. რუბინის შეტევაში ბევრი რამ მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. კვარაცხელია ეფექტური მოთამაშეა, მას შეუძლია ბურთის მიტანა ხაზებს შორის და უკან დაბრუნება. თუ ის სწრაფი დრიბლინგის შემდეგ ბურთის გაცემასაც შეძლებს და თანაგუნდელების შემჩნევას დაიწყებს, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუბინის შეტევის შესაძლებლობებს. იმიტომ, რომ იყო ეპიზოდები, როდესაც შეეძლო პასის მიცემა, მაგრამ ეს არ გააკეთა. თუ ამაზე იმუშავებს, ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს.

- ხშირად ხვიჩა კარგავს ბურთს, ეს კი საშიშ კონტრშეტევებს იწვევს. როგორ უნდა მოგვარდეს ის ფაქტი, რომ მოთამაშე მუდმივად ცდილობს მოტყუებას? სლუცკი ამბობს, რომ არ სურს მისი შეზღუდვა...

- სლუცკის გუნდის თამაშში ძალიან დიდი შემოქმედებით კომპონენტი აქვს, მაგრამ მკაცრი პრინციპებიც არსებობს. მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა ხვიჩასთვისაც შეიძლება. ყოველთვის შეგიძლია გამონაკლისი წესი დაუშვა თუ არსებობს ფენომენალური ციფრები და ხვიჩა ძალიან ახლოსაა ფენონემალურ შედეგთან. თუმცა, სლუცკის სისტემის ცოდნიდან გამომდინარე, დაახლოებით მესმის, როგორ ათავსებს მასში კვარაცხელიას. ბევრი დრიბლინგი ყოველთვის არ მუშაობს და დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბის გავლენით ხვიჩას თამაში უფრო ეფექტური გახდება. საკითხავია, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს მის წინააღმდეგ ხისტ თამაშზე და როგორ მოახერხებს სტაბილური დონის შენარჩუნებას. აშკარაა, რომ რუბინს შეტევაში დიდი მომავალი აქვს.

0.115971