ესპანელმა პაბლო კარენო ბუსტამ ხუთსეტიან ბრძოლაში, 3-6 7-6(5) 7-6(4) 0-6 6-3 აჯობა კანადელ დენის შაპოვალოვს და აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 2 წლის ესპანელისთვის ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფლეშინგ მედოუსის კორტებზე, ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.
მამაკაცთა ბადის მეოთხედფინალისტებს შორის, კარენო ბუსტო ყველაზე ხნიერი მოთამაშეა. მეოთხედფინალში ის მას შემდეგ გავიდა, რაც მსაჯებმა ტურნირიდან ნოვაკ ჯოკოვიჩი მოხსნეს. საწყისი სეტის აგების შემდეგ, მას ორი სეტის მოსაგებად, ტაიბრეიკი დასჭირდა, მეოთხე კი მშრალად დათმო და ისე ჩანდა, რომ გადამწყვეტი სეტისთვის ძალაც არ შემორჩა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ წელის ტკივილის გამო, პაუზა ითხოვა.
მაგრამ ბოლო სეტში ესპანელმა, რომელსაც აშშ-ის ღიას ნახევარფინალში 2017 წელსაც აქვს ნათამაშები, ერთი ბრეიკის უპირატესობით, გამარჯვებას მიაღწია. შეხვედრა ოთხი საათი გრძელდებოდა. საინტერესოა, რომ კარენო ბუსტას შაპოვალოვი აშშ-ის ღიაზე 2017 წელსაც ჰყავს დამარცხებული და მაშინაც მეოთხედფინალში მოუგო.
კანდლი როგორც ყოველთვის, ძლიერი მოწოდებით გამოირჩეოდა - 26 ეისი მოაწოდა, მაგრამ 11 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. ამასთან, ბევრი მათგანი გადამწყვეტ მომენტებში. საინტერესოა, რომ ფლეშინგ მედოუსზე ბოლო სამი გამოსვლისას, შაპოვალოვი ტურნირს ხუთსეტიანი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა. კარენო ბუსტასთან შეხვედრისას, მან თამაშიდან 76 ქულა მოიპოვა, თუმცა ამდენივე უნებლიე შეცდომაც დაუშვა.
ესპანელმა გადამწყვეტ სეტში ბრეიკი მეექვსე გეიმში მოიპოვა. მას სულ 21 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ხუთი აქცია ქულად. ამასთან, პიველივე მატჩ პოინტი მას შემდეგ მოიგო, რაც შაპოვალოვმა ბურთი ბადეს მოარტყა.
ნახევარფინალში კარენო ბუსტოს მეტოქე, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი რომელმაც უფრო ადრე, ხორვატი ბორა ჩორიჩი დაამარცხა.