ფეხბურთი

22:42 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაიმ "კრისტალ პალასის" ინტერესი დაადასტურა

ბელგისს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ ისლანდიასთან მოგებული (5:1) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ჩელსისთან" და "კრისტალ პალასთან" დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი არაა.

"ვაპირებ "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმო და "კრისტალ პალასში" იჯარის წესით წავიდე? სწორ გზას ადგახართ, რადგანაც ასე თქვით. სიტუაცია ამის მსგავსია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ სათამაშო დრო მქონდეს და ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის მზად ვიყო." - ციტირებს Sky Sports-ი მიშის სიტყვებს.

ბატშუაის ლონდონელებთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჯერჯერობიტ უცნობია, როგორი სახის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს ბელგიელი "ჩელსისთან". ბატშუაი "კრისტალ პალასში" 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარში იყო განათხოვრებული. გასული სეზონი ფეხბურთელმა "არისტოკრატებტან" ერთად გაატარა და 25 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა. ისლანდიასთან გამართულ მატჩში კი მიშიმ დუბლი შეასრულა.

0.11537