ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბსოლუტურ საბრძოლო ხელოვნებაში მომავალი ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც ის კვლავ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე 24 ოქტომბერს, მირანდა მავერიკის წინააღმდეგ გამართავს.
ქართველი სპორტსმენის მეტოქეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 9 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 7 მოიგო, 2 კი მარცხით დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 23 წლის მებრძოლს UFC-ში სადებიუტო ბრძოლა სწორედ ჯოჯუასთან ექნება.
ლიანას რაც შეეხება, მას აქამდე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 8 მოიგო. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა სარა მორასთან მარცხით დაასრულა, რის შემდეგაც რუმინელი დიანა ბელბიტა მტკივნეული ილეთით დაამარცხა.