საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე ითამაშა (1:1). თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტ პენალტს სტუმრებმა რისტოვსკის გოლით უპასუხეს.
მოედანზე საუკეთესო ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ჯაბა კანკავა გახლდათ და ეს სტატისტიკამაც დაადასტურა. Whoscored-მა საქართველოს ნაკრების კაპიტანი 7.6 ქულით შეაფასა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.
ერთი საინტერესო დეტალიც: საქართველოს ნაკრების კარის ჩარჩოში ესტონეთმა და ჩრდ. მაკედონიამ ჯამში ერთადერთხელ დაარტყეს და სწორედ ამ დარტყმიდან გავუშვით გოლი, რომლის გამო ორი ქულა დაიკარგა.
ფეხბურთელების შეფასება Whoscored-ს ვერსიით:
გიორგი ლორია - 6 ქულა
ოთარ კაკაბაძე - 6.8 ქულა
სოლომონ კვირკველია - 6.6 ქულა
დავით ხოჭოლავა - 6.3 ქულა
ნიკა მალი - 6.5 ქულა
ჯაბა კანკავა - 7.6 ქულა
ნიკა კვეკვესკირი - 6.5 ქულა
ხვიჩა კვარაცხელია - 7.4 ქულა
თორნიკე ოქრიაშვილი - 7.4 ქულა
ზურიკო დავითაშვილი - 6.9 ქულა
გიორგი ქვილითაია - 5.8 ქულა
ლევან შენგელია - 6.1 ქულა
გიორგი ჩაკვეტაძე - 6.6 ქულა
ნიკა კაჭარავა - 6.1 ქულა
გუნდური სტასტიკა
კარში დარტყმა - 6, კარისკენ დარტყმა - 13, დაბლოკილი დარტყმა - 2, კუთხური - 5, თამაშგარე - 1, ბურთის ფლობა - 55%, პასი - 503, ზუსტი პასი - 421, მოპოვებული ბურთი - 43.
ინდივიდუალური სტატისტიკა
კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა - კაკაბაძე (2), მალი (2), კანკავა (2), დავითაშვილი (2), ჩაკვეტაძე (2), შენგელია (2)
ყველაზე მეტი დრიბლინგი - კვარაცხელია (4)
ყველაზე მეტი პასი - კანკავა (67)
პასების სიზუსტის % - კვეკვესკირი (90.6%)
ყველაზე მეტი შეხება ბურთთან - კაკაბაძე (101)
ყველაზე მეტი დრიბლინგი - კვარაცხელია (4)