ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდი კვარეჟმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ვიტორია გიმარაეშში“ გააგრძელებს. 36 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ „გიმარაეშმა“ კვარეჟმა ორიგინალურად წარადგინა - თეთრ ცხენზე ამხედრებული.
პორტუგალიელმა გასული სეზონი თურქულ „ქასიმპაშაში“ გაატარა (24 მატჩი, 4 გოლი), ხოლო მანამდე „ბეშიქთაშის“, „პორტუს“, „ალ-აჰლის“, „ჩელსის“, „ინტერის“, „ბარსელონასა“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.