იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტური დასრულდა. ახალ სეზონში პირველად ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ტურინის “იუვენტუსის” სახით. ალეგრის მოთამაშეებმა მძიმე ბრძოლაში “რომას” მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენმე მატჩში არბიტრმა მოედნიდან გააძევა ფეხბურთელები. ერთდროულად ამდენი გაძევება სხვა არც ერთ ტურში არ მომხდარა. ტურინში გამართულ ცენტრალურ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანების გარდა ორი გაძევებაც ვიხილეთ, თუმცა ორივე მატჩის ბოლოს და შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მასპინძელთა სასარგებლოდ დადებულ ერთ-ერთ თერთმეტმეტრიანში ეჭვის შეტანა შეიძლება, თუმცა ეს უკვე ჩავლილი ეპიზოდია.
ტევესმა კვლავ გაიტანა, დუბლი ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. გამარჯვების გოლი ბონუჩის ანგარიშზეა.
მოიგო ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ.” ქართველი ფორვარდი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როცა ყველაფერი ჩავლილი იყო, თუმცა მის მოძრაობებში იგრძნობოდა მონდომება და გოლის გატანის სურვილი. რეალური საგოლე მომენტი არ შექმნია, ერთხელ კი ანდელკოვიჩს ფეხებშუა გაუძვრინა.
“ოლიმპიკოზე” ბერარდის დუბლის მიუხედავად ქულა ვერ მოიპოვა “სასუოლომ.”ცდა არ დაუკლიათ დი ფრანჩესკოს ფეხბურთელებს. კვლავ გაიტანა ჯორჯევიჩმა, რომელიც მშვენიერ ფორმაშია.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია “ფიორენტინას” მოგება “ინტერთან.” ფლორენციელებმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესეს და ფსიქოლოგიურად გაძლიერდნენ მილანურ გრანდთან გამარჯვებიდან გამომდინარე.
ინსინესა და კალეხონის გოლებით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ სამი ქულა მოიპოვა ნეაპოლურმა კლუბმა. “ტორინო” სიმპათიური კლუბია, ევროპალიგაზე წარმატებით გამოდის, თუმცა დრეს ვენტურას მოთამაშეებს ქულაც არ დარჩათ.
“ემპოლი” – “პალერმო” 3:0 (2:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი.”
ემპოლი: სეპე, ჰისაჯი, ტონელი, რუგანი, რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე (მორო 67 ), ვერდი, პუკარელი (მჭედლიძე 80 ), მაკარონე (ტავანო 72)
მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი
პალერმო: სორენტინო, ანდელკოვიჩი, ტერზი, ფედალი, მორგანელა, ბოლზონი (ნ’გოი 64), რიგონი, დეპრელა, დიბალა, ვასკესი (ჩოჩევი 72), ბელოტი (მაკიენოკი 58)
მთავარი მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი
გოლი: 1:0 მაკარონე (4), 2:0 ტონელი (33), 3:0 პუკარელი (64)
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
გაფრთხილება: ვასკესი (11), ფედალი (16), ბოლზონი (37), ტერზი (70)
“ლაციო” – “სასუოლო” 3:2 (3:1)
რომი, “ოლიმპიკო.”
ლაციო: მარკეტი, ბრაფჰეიდი, კანა, კანდრევა (ანდერსონი 77), კავანდა, დე ვრი, ჯორჯევიჩი (კლოზე 85), ლულიჩი, მაური (კანი 52), ონაზი, პაროლე
მთავარი მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
სასუოლო: კონსილი, გაზოლა, კანავარო, ანტე, პელუზო, ბიონდინი (მისიროლი 51), მანანელი, ტეიდერი (ლონგი 64), ბერარდი, ზაზა, სანსონე (ფლორო 69)
მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო
გოლი: 1:0 მაური (9), 2:0 ჯორჯევიჩი (25), 2:1 ბერარდი (26), 3:1 კანდრევა (35), 3:2 ბერარდი (თერთმეტმეტრიანი, 50)
მთავარი მსაჯი: დინო ტომაზი
გაფრთხილება: ონაზი (27), პელუზო (28), კანა (42), კანა (49), პელუზო (61), კანავარო (67), მარკეტი (82)
გაძევება: კანა (49), პელუზო (61)
“პარმა” – “ჯენოა” 1:2 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი.”
პარმა: მირანტე, გობი, ლუკარელი, ფელიპე, მენდესი, მაური (გალოპა 73 ), ლოდი (ხორკერა 54), სოუზა, დე შელიე (ბელფოდილი 60), კოდა, კასანო
მთავარი მწვრთნელი: დონადონი
ჯენოა: პერინი, დოს სანტოსი, დე მაიო, რონკალია, ანტონელი, სტურარო (ანტონინი 4), ბერტოლაჩი, რინკონი, პეროტი (კუჩკა 83), მატრი, ლესტიენე (იზო 59)
მთავარი მწვრთნელი: გასპერინი
გოლი: 0:1 პეროტი (53), 1:1 კოდა (66), 1:2 მატრი (90+3)
მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი
გაფრთხილება: რონკალია (34), რონკალია (55), ლუკარელი (75), მატრი (76), გობი (82), ანტონელი (89)
გაძევება: რონკალია (55)
“სამპდორია” – “ატალანტა” 1:0 (1:0)
გენუა, “კომუნალე ლუიჯი ფერარი.”
სამპდორია: ვივიანო, კაკატორე, რომანოლი, სილვესტრე, დე სილვესტრი, ობიანი (რიცო 63), პალომბო, სორიანო, ედერი (ფედატო 50 ), ოკაკა, გაბიდინი (ბერგესიო 71)
მთავარი მწვრთნელი: მიხაილოვიჩი
ატალანტა: სპორტიელო, აპაკოსტა, ბიავა, ბენალუნე, დრამე, ესტიგარიბია (მორალესი 46 ), ჩიგარინი, კარმონა, მოლინა (ბასელი 46), ბოაკიე (ბიანკი 74), დენისი
მთავარი მწვრთნელი: კოლანტუნო
გოლი: 1:0 გაბიდინი (35)
მთავარი მსაჯი: მასიმილიანო ირატი
გაფრთხილება: ბენალუნე (55), დე სილვესტრი (57), ბიავა (73), მორალესი (75), სორიანო (75), რომანოლი (88)
“უდინეზე” – “ჩეზენა” 1:1 (0:0)
უდინე, “კომუნალე ფრიული.”
უდინეზე: კარნეზისი, პირისი, დანილო, ჰერტუქსი, ვიდმერი, ალანი, ბადუ, გილერმე, კონე (ფერნანდესი 17 ), ტერუ (მურიელი 79), დი ნატალე (ბელმონტე 87 )
მთავარი მწვრთნელი: სტრამაჩონი
ჩეზენა: ლელი, კაპელი, ლუჩინი, მაგნუსონი, რენზეტი, დე ფრუდისი (გარიტანო 83 ), კასკიონე, კოპოლა, ბრიენსა (ჯურიჩი 87 ), დეფრელი (როდრიგესი 71 ), მარილუნგო
მთავარი მწვრთნელი: ბისოლი
გოლი: 1:0 ფერნანდესი (62), 1:1 კასკიონე (90+2)
მთავარი მსაჯი: მაურიციო მარიანი
გაფრთხილება: ლუჩინი (27), კოპოლა (70), კაპელი (78), მურიელი (82), ვიდმერი (90+2), კარნეზისი (90+2)
“იუვენტუსი” – “რომა” 3:2 (2:2)
ტურინი, “იუვენტუსი.”
იუვენტუსი: ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, კასერესი (ოგბონა 46 ), პირლო (ვიდალი 79 ), ასამოა, მარკიზიო, პოგბა, ლიხშტაინერი, ტევესი, ლორენტე (მორატა 59 )
მთავარი მწვრთნელი: ალეგრი
რომა: სკორუპსკი, მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი, პიანიჩი (პერედესი 85), კეიტა, ნაინგოლანი, იტურბე (ფლორენცი 66), ტოტი (დესტრო 75), ჟერვინიო
მთავარი მწვრთნელი: გარსია
გოლი: 1:0 ტევესი (თერთმეტმეტრიანი, 27), 1:1 ტოტი (თერთმეტმეტრიანი, 32), 1:2 იტურბე (44), 2:2 ტევესი (თერთმეტმეტრიანი, 45+3), 3:2 ბონუჩი (86)
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი
გაფრთხილება: მაიკონი (26), კიელინი (30), ლიხშტაინერი (31), ტოტი (32), ბონუჩი (32), ჟერვინიო (40), ტევესი (90+3)
გაძევება: მორატა (88), მანოლასი (89)
“ფიორენტინა” – “ინტერი” 3:0 (2:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი.”
ფიორენტინა: ნეტო, ალონსო, როდრიგესი, ტომოვიჩი, აკვილანი, ბაბაქარი (ბერნარდესკი 65 ), სავიჩი, კუადრადო (ბრილანტე 86 ), ფერნანდესი (ვარგასი 78 ), კურტიჩი, პიზარო
მთავარი მწვრთნელი: მონტელა
ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ’ამბროზიო, დოდო (ობი 67 ), ჟუანი, ვიდიჩი, რანოკია (ერნანესი 59 ), მ’ვილა, მედელი, კოვაჩიჩი, ოსვალდო (პალასიო 74 ), იკარდი
მთავარი მწვრთნელი: მაცარი
გოლი: 1:0 ბაბაკარი (7), 2:0 კუადრადო (19), 3:0 ტომოვიჩი (76)
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
გაფრთხილება: რანოკია (20), დ’ამბროზიო (52), კურტიჩი (53), ოსვალდო (70), ტომოვიჩი (78)
“ნაპოლი” – “ტორინო” 2:1 (0:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო.”
ნაპოლი: კაბრალი, ალბიოლი, კალეხონი, გარგანო (ლოპესი 67 ), იგუაინი (მესტო 86 ), ინლერი, ინსინე, კულიბალი, მაჯო, მიჩუ (მერტენსი 70 ), ზუნიგა
მთავარი მწვრთნელი: ბენიტესი
ტორინო: ჟილე, მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, პერესი (მოლინარო 64 ), ბენასი (გაცი 57 ), ვივესი (სანჩესი 78 ), დარმიანი, ელ კადური, ლარონდო, კვალიარელა
მთავარი მწვრთნელი: ვენტურა
გოლი: 0:1 კვალიარელა (14), 1:1 ინსინე (55), 2:1 კალეხონი (72)
მთავარი მსაჯი: დავიდ მასა
გაფრთხილება: ბენასი (12), გარგანო (34), მიჩუ (41), ვივესი (43), კვალიარელა (70), მაჯო (84)
გაძევება: ელ კადური (90+5)