ფეხბურთი

15:17 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯოვინო ფლამარიონი რუსეთის პრემიერლიგაში გადავიდა

„დინამო ბათუმის“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. 24 წლის ბრაზილიელი ვოლგოგრადელებს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჯოვინო „დინამო ბათუმში“ 2017 წლიდან თამაშობდა. 2019 წელს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 8 თამაშში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

რაც შეეხება „როტორს“ რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ გუნდში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, სოლომონ კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი.

0.285532