ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბიუელში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე განთესვით იასპარეზებს.
მსოფლიოს 30-ე ჩოგანს გასულ წელს ავსტრიაში არ უთამაშია, თუმცა 2016-ში ნიკოლოზმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც იტალიელ პაოლო ლორენცისთან 2 სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.
აღნიშნულ ტურნირს მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერთა უმრავლესობა ამერიკის ღია პირველობის გამო დააკლდება, რადგან ისინი აშშ-ს ღია პირველობაზე ასპარეზობას ჯერაც აგრძელებენ.
ავსტრიაში გასამართი ტურნირი 8 სექტემებრს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება. მისი საპრიზო ფონდი კი 586 140 ევროა. აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ბასილაშვილმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში წააგო, თან ისე, რომ სეტიც არ მოუგია.