“ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი, ავტობიოგრაფიულ წიგნში, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მისჯილ 4-თვიან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს.
“ისე მომექცნენ, როგორც დამნაშავეს.
ნამდვილად დავაშავე. ასეთი შეცდომა მესამედ დავუშვი და დახმარება მჭირდებოდა, მაგრამ განტევების ვაცად მაქციეს.
კბენა ბევრს აშინებს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში. ეს სავსებით უსაფრთხოა. ჩემი ვერცერთი კბენა ვერ შეედრება იმას, რაც მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს გაუკეთა, მაგრამ ეს არავის ადარდებს.” – წერს სუარესი წიგნში “ჩემი ცხოვრება, ლუის სუარესი”.