მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩის აშშ-ს ღია პირველობიდან მოხსნეს. მერვედფინალში სერბი პაბლო კარენო-ბუსტას ეთამაშობოდა, როდესაც ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა.
ეს ჯოკოვიჩს ძვირად დაუჯდა, მსაჯებმა მომხდარზე იმსჯელეს და სერბი თამაშიდან, შესაბამისად ტურნირიდანაც მოხსნეს.
ინციდენტის მომენტში პირველი სეტი მიმდინარეობდა და ჯოკოვიჩი 5:6 მარცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, ცხადია, ამან შედეგი ვერ გამოიღო.