ჩოგბურთი

2:07 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენას მოსაგებად სამი სეტი დასჭირდა

აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში, სერენა უილიამსმა ტურნრის ყოფილ ჩემპიონს, თანამემამულე სლოან სტივენსი 2-6 6-2 6-2 დაამარცხა და დიდი სლემის 24-ე ტიტულის მოპოვების შანსი შეინარჩუნა.

შეხვედრის დასაწყისში სტივენსი უფრო აგრესიულად თამაშობდა, სერენას კი პირველ მოწოდებაზე უჭირდა. უფრო მეტიც, პირველ სეტში მან 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ეს ყველაფერი ანგარიშშიც აისახა. 26-ე ნომრად განთესილი სტივენსი 2-1 დაწინაურდა. შემდეგ მას ორი ბრეიკ პოინტის მოგერიება დასჭირდა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტიდან, სიტუაცია შეიცვალა. მესამე ნომრად განთესილმა უილიამსმა 4-2 დაწინაურება შეძლო და იმაზე ადვილად მოიგო ეს სეტი, ვიდრე პირველი დათმო. გადამწყვეტ სეტშიც სურათი არ შეცვლილა.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური თამაში გვქონდა. საერთოდ ასეა, როცა სლოანს ვხვდები, მოსაგებად ძალების მაქსიმალური მობილიზება მიწევს ხოლმე“, - განაცხადა უილიამსმა, ვინც მეოთხე წრეში, ბერძენ მარია საკარის დაუპირისპირდება.

აშშ-ის ღიას ქალთა წყვილების ბადეს, პირველ ნომრად განთესილი, უნგრელი ტიმეა ბაბოშის და ფრანგი კრისტინა მლადნვიჩის წყვილი გამოეთიშა, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მლადენოვიჩს კონტაქტი ჰქონდა ფრანგ ბენუა პერთან, რომელსაც ცოტა ხნით ადრე, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

0.114658