საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები ტალინში, "ა ლე კოქ არენაზე" ესტონეთს დაუპირისპირებიან.
სლოვაკმა სპეციალისტმა, ისევე, როგორც მისმა ვიზავიმ კარელ ვოოლაიდმა, ძირითადი შემადგენლობები უკვე შეარჩიეს:
ესტონეთი (4-5-1): ჰაინი; იარველაიდი, კაიტი, ტენისტე, მეტსი; კრეიდა, ოიამა, ვასილიევი, ტამი, ზენიოვი; ტუნიოვი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური; კვეკვესკირი, კანკავა; ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; კაჭარავა
მსაჯი: დონატას რუმშასი (ლიეტუვა)
შეგახსენებთ, ესტონეთი - საქართველოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" შეგიძლიათ.