ფეხბურთი

17:25 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო და ალბანეთი ერთი დონის გუნდები არიან"

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ მარხელმა საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეადარა. ბელარუსმა სპეციალისტმა ამის შესახებ მოკლე კომენტარი ალბანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ საქართველო და ალბანეთი დაახლოებით ერთი დონის გუნდებია. ამიტომ კარგია, რომ ასეთი თამაში ჩავატარეთ, თუმცა შედეგი გამოსასწორებელი გვაქვს“, - აღნიშნა მარხელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსმა ერთა ლიგის C დივიზიონში ალბანეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო. საქართველოს წინააღმდეგ კი 8 ოქტომბერს, თბილისში ითამაშებს.

0.123693