ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ვებგვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ქართველმა შემტევმა გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
კერძოდ, როგორც ყაზანელთა ვებგვერდი იტყობინება, კვარაცხელიამ ხმების 33% მიიღო, მეორე ადგილზე დენის მაკაროვი გავიდა (31%) , ხოლო მესამეზე ოლივერ აბილდგაარდი (19%).
19 წლის შემტევმა აგვისტოში „რუბინში“ 6 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.