27 წლის ჟოაუ კარლუშ ტეიშეირა კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს. როგორც როტერდამელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ჟოაუ "ვიტორია გიმარაეშიდან" გადავიდა ჰოლანდიურ გუნდში და ფინანსური დეტალები უცნობია.
ტეიშეირა "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და წლების განმავლობაში "ბრენტფორდის", "ლივერპულის", "ბრაიტონის", "პორტუს" და "ბრაგას" რიგებში ირჯებოდა. "გიმარაეშის" მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 53 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ჟოაუ პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ეროვნული ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია.