საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომლის განცხადებით, დანაკლისის მიუხედავად, 3 ქულის მოპოვება მთავარი მიზანია.
"ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ პირველივე თამაშში სამი ქულის მოლოდინი გვაქვს. დიდი ხანია არ შევკრებილვართ, ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და მზად ვართ თამაშისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ გახარებას მაინც მოვახერხებთ“, - ციტირებს დავითაშვილის სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.
- 23 ფეხბურთელით ტალინში: საქართველოს ნაკრებს ორი ნახევარმცველი გამოაკლდა
- საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ტალინში გამგზავრებამდე (VIDEO)
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 და 8 სექტემბერს, შესაბამისად ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შეხვდება. ორივე მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.