დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის გამონათქვამებს გამოეხმაურა, რომლებიც სერბის ინიციატივას არ დაეთანხმნენ, პროფესიონალი მოთამაშეების ახალ ასოციაციის შექმნის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა, ამერიკელმა ჯონ ისნერმა და კანადელმა ვაშეკ პოსპიშილმა, АТР-ის მოთამაშეთა საბჭოს დატოვება განიზრახეს და ჩოგბურთელთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ახალ ასოციაციაში გასაწევრიანებლად.
ფედერერმა და ნადალმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მნიშნელოვანია ამ სპორტის განვითარებისთვის მოთამაშეთა ერთიანობა.
„პატივს ვცემ მათ არჩევანს, არ უნდათ ამჟამად ჩვენთან შემოერთება. ფიქრობენ, რომ ახლა ამის დრო არ არის. მაგრამ ეს მათი თვალსაზრისია და არ ვეთანხმები.
ჩვენი იდეა ახალი არ არის. ვფიქრობ, განვითარებისთვის აჯობებს ახალი ასოციაცია შეიქმნას. ჩვენ არავის ვეომებით. არც ATP, ITF-ის ქმედითუნარიანობაში გვეპარება ეჭვი. მაგრამ ვფიქრობთ, მოთამაშეთა ასოციაციის შექმნა დიდად წაადგება ჩოგბურთს. ეს დიდი ხნის წინაც უნდა გაკეთებულიყო. უბრალოდ, არის ხალხი, რომლებსაც სტრუქტურული ცვლილებები არ სურს.“ - ციტირებს ჯოკოვიჩის სიტყვებს AFP.