ფეხბურთი

10:23 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ არტური წარადგინა

„იუვენტუსმა“ ბრაზილიელი ახალწვეულის, არტურის წარდგენის ცერემონია გამართა, რომელიც ტურინულ კლუბში „ბარსელონადან“ გადავიდა.

ფეხბურთელმა თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ბიანკონეროს“ რეჟიმი ჩაირთო. დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ 23 წლის არტური 72 მილიონ ევროდ გაყიდა. კატალონიურ კლუბში კი ის 2018 წლის ზაფხულში „გრემიოდან“ გადავიდა.

0.118329