“ლივერპულის” ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ტვიტერტზე განაცხადა.
“ვარჯიშმა წარმატებით ჩაიარა. ბედნიერი ვარ, რომ ვუბრუნდები მინდორს. მადლობა ღმერთს”,- განაცხადა სტარიჯმა.
“ლივერპულის” თავდამსხმელს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა. სტარიჯი სექტემბრის დასაწყისში ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.