თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში მესამე მატჩი ჩაატარა და ისევ პრესეზონის ფარგლებში, ამხანაგური. რუსული გუნდი „ხიმკის“ გაეჯიბრა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 99:83.
შენგელიამ საკუთარ გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა.
თორნიკემ წინა ორ მატჩში უფრო მეტი ქულა მოუტანა ცსკა-ს, ჯერ 14 და მერე - 9. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური რუსულ გუნდს ივლისში შეუერთდა და მოსკოველებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.