„პარი სენ ჟერმენის“ სამ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
„ვადასტურებთ, რომ პსჟ-ს სამ მოთამაშეს კორონავირუსი აქვს. ფეხბურთელები ექვემდებარებიან ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებულ ზომებს. რამდენიმე დღეში ყველა მოთამაშესა და პერსონალს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პსჟ-ს დაინფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა არ გაუჟღერებია, მაგრამ წამყვანი უცხოური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ კორონავირუსი ნეიმარს, ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს აქვთ. აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი შვებულებას იბიცაზე ატარებდა.