ფეხბურთი

23:50 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სრული შემადგენლობით და ორჯერადი ვარჯიშებით: საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებისთვის მზადების აქტიურ ფაზაშია. ეროვნულ გუნდს ყველა ფეხბურთელი შეუერთდა და ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე 25 ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მიმდინარე შეკრებაზე პირველად იყო მის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი.

ნაკრები ხვალიდან დღეში ორჯერ ივარჯიშებს, ხოლო 4 სექტემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრება და მატჩის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, ესტონეთს სტუმრად შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

0.114723