ფეხბურთი

1:01 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წუთიანი ჯოჯოხეთი “არსენალისთვის”

 

გულშემატკივრებს უყვართ ხოლმე ამა თუ იმ მატჩის წინ სავარაუდო სცენარის მოფიქრება და ხშირ შემთხვევაში მართლები არიან, მაგრამ ის, რაც შაბათს “ენფილდზე” მოხდა, მართლაც არცერთ სავარაუდო სცენარში არ ჯდებოდა. წარმოუდგენელია: მე-20 წუთისთვის “ლივერპული” უკვე 4:0 უგებდა ლიდერ “არსენალს” და გარდა ამისა, კიდევ ორი ნაღდი მომენტი გაცუდებული ჰქონდა.

ვთქვათ, სწრაფი გოლი არცერთი გუნდისგან არ გაგვიკვირდებოდა. თანაც განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა, მასპინძლებმა “სტანდარტი” გაითამაშეს და შკრტელმა ანგარიში გახსნა. თეორიულად ამ გოლს სტუმრები არ უნდა დაებნია, ბოლოსდაბოლოს, გათამაშების ლიდერები იყვნენ. ნამდვილი გარდატეხა მე-10 წუთზე მოხდა, როცა იმავე შკრტელმა თავით ერთობ ეფექტური გოლი გაიტანა. აი, აქ კი, სტუმრებისთვის რაღაც კოშმარი დაიწყო. “არსენალი” ნოკაუტში ჩავარდა. ჯერ სტარიჯი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვერ ივარგა, მალევე სუარესმა ძელს გაარტყა ბურთი და მეკარის წინ მყოფ სტარიჯს დარტყმა არ გამოუვიდა. თუმცა “წითლები” კვლავ უტევდნენ და ჯერ სუარესის პასით სტერლინგმა შეაგდო, ოთხ წუთში კი სტარიჯმა თავისი მაინც გაიტანა. სტუმრებს პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, მომენტი არ ჰქონიათ, ერთი მერტესაკერმა დაარტყა თავით და ეგ იყო.

ძნელი სათქმელია, რა დაემართა “არსენალს.” ძალიან ცუდად ითამაშეს მერტესაკერმა და კოშელნიმ, საერთოდ არ ჩანდა მესუთ იოზილი.

მეორე ნახევარში სურათი დიდად არ შეცვილილა, ეგ არის, “ლივერპულმა” ცოტა უკან დაიხია და კონტრშეტევებზე გადაეწყო. 52-ე წუთზე სტარიჯმა ისევ გაიტანა და ანგარიში სამარცხვინო გახადა. ამის შემდეგ მასპინძლებმა თავს გართობის უფლება მისცეს და რამდენიმე ეპიზოდში კიდევ მართებდათ გატანა, მაგრამ ინდივიდუალური მოქმედებებით გაერთვნენ, რაც, სხვა შემთხვევაში ალბათ გამორიცხული იქნებოდა.

ბოლოსკენ სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მაინც შეაგდეს, 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა არტეტამ და - 5:1. ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა.

“ეს საოცარი მატჩი იყო. ბოლო დროს “ლივერპული” ძალიან ბევრს მუშაობს და ამას უკვე შედეგი მოაქვს. ვიბრძოლებთ თუ არა ჩემპიონობისთვის? ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, თუმცა პირველობაზე ჯერ არ ვფიქრობთ.” – განაცხადა თამაშის შემდეგ ლივერპულელთა დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა. მისმა ოპონენტმა, არსენ ვენგერმა კი ესღა თქვა: “თამაში ჩავაგდეთ და ეს ჩემი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. გამოჩნდა, რომ დაცვაში კვლავაც დიდი პრობლემები გვაქვს. არ დაგიმალავთ, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა.”

“მეთოფეთა” წაფორხილებით კარგად ისარგებლა “ჩელსიმ.” აზარის ჰეთ თრიქით “ნიუკასლს” 3:0 მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მოურინიო ბოლო დღეებში ხშირად იმეორებს, ჩემი გუნდი ჯერ შენების პროცესშიაო, მაგრამ შიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მას პრემიერლიგაში საუკეთესო კრებული ჰყავს. ეს წინა ტურშიც დაამტკიცეს, “ეტიჰედზე” “სიტის” ძლევით და შაბათს შინ “ნიუკასლთან” რა უნდა გასჭირვებოდათ. სტუმრებმა დაახლოებით 20 წუთი გაუძლეს მასპინძელთა დაწოლას, მერე კი ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, შესანიშნავად ითამაშა ბელგიელმა აზარმა, რომელიც ბოლო დროს ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს. მისი ჰეთ თრიქიც ამის დასტურია. აზარის დიდებული თამაში სტუმართა დამრიგებელმა ალან პარდიუმაც საგანგებოდ გამოარჩია და დაამატა: თავიდან არა გვიშავდა, გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და საკუთარ კარში გავუშვით. ვფიქრობ, უახლოეს ტურებში თამაშს გამოვასწორებთო. ჟოზე მოურინუმ კი დასძინა: “აზარი ასე ყოველ მატჩში თამაშობს, დღეს კი ამ ყველაფერს ჰეთ თრიქიც დაამატა. მას უნიკალური მონაცემები აქვს. ტერის მცირე ტრავმა აწუხებს და მისი მინდორზე გაყვანა ვერ გავრისკეთ. პირველ ტაიმში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, მაგრამ მეორეში მეტოქე საბოლოოდ გავტეხეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.”

“სიტიმ” კვლავ დაკარგა ქულები, ამჯერად “ქალაქელებმა” “ნორვიჩს” ვერ მოუხერხეს ვერფერი. უელსურ დერბიში კი ახალი მთავარი მწვრთნელის გარი მონკის ხელმძვანელობით, “სუონსიმ” 3:0 “კარდიფი” გაანადგურა.  

 

ლივერპული – არსენალი 5:1 (4:0)

ლივერპული. “ენფილდი.” 44 701

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, შკრტელი, სისოკო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, კოშელნი, ნაჩო მონრეალი, იოზილი, არტეტა, კასორლა, უილშირი, ჟირუ, ოქსლეიდ –ჩემბერლენი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0, 2:0 შკრტელი (1, 10), 3:0 სტერლინგი (17), 4:0, 5:0 სტარიჯი (20, 52), არტეტა  (69, პენ.)

გაფრთხილება: ჰენდერსონი (47); ჟირუ (47), უილშირი (59)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12(9)-6(1), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-7

 

ასტონ ვილა – ვესტ ჰემი 0:2 (0:0)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 36 261

ასტონ ვილა: გუზანი, ბერტრანი (ბენეტი 74), ლაუტონი (ალბრიგტონი 56), კლარკი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ჰოლტი 71)

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ნოჩერინო 68), ტეილორი, ნოუბლი, ჯერვისი (რიდი 74), კარლტონ კოული (ბორიელო 46)

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1, 0:2 ნოლანი (46, 48)

გაფრთხილება: კოლინზი (40), ტეილორი (65)

მსაჯი: მაიკლ დინი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 3(10)-2(4), ჯარიმა: 8-8, კუთხური: 8-10, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0:1

 

ჩელსი – ნიუკასლი 3:0 (2:0)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 387

ჩელსი: ჩეხი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი (სალა 78), მატიჩი, აზარი (შურლე 85), ოსკარი, ეტო’ო (ბა 71)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ნიუკასლი: კრული, დებიუში (იანგა-მბივა 40), ტეილორი, უილიამსონი, სანტონი, დამეტი, ბენ არფა (გოსლინგი 64), სისოკო, ანიტა (მავრო 84), დე იონგი, სემი ამეობი

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 აზარი (27, 34, 63 პენ.)

გაფრთხილება: სემი ამეობი (49), იანგა-მბივა (61), სისოკო (90)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 5(9)-6(5), ჯარიმა: 7-9, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-0,  სეივი: 6-5

 

კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი 3:1 (2:0)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 24 501

კრისტალ პალასი: სპერონი, დელანი, დენი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი, ლედლი, პანჩონი (მიურეი 72), ბოლასიე (პერი 76), ინსი, შამახი (ტომასი 83)

მწვრთნელი: ტონი პულისი

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, რიჯუელი (სინკლერი 46), ჯონსი, მაკოლი, დოუსონი, მორისონი, მულუმბუ, იაკობი (ბერაინო 71), გერა (ბიფუმა 46), ბრანტი, ანიჩებე

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 ინსი (15), 2:0 ლედლი (27), 2:1 ბიფუმა (46), 3:1 შამახი (69 პენ.)

გაფრთხილება: ჯონსი (39), იაკობი (65), ბრანტი (79)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 5(1)-6(5), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3

 

ნორვიჩი – მანჩესტერ სიტი 0:0

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 832

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი, ფერი, პილკინგტონი (ვიტაკერი 90+3), ჯონსონი, რედმოდი, ჰუპერი (ვან ვოლფსვინკელი 68)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, მილნერი, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი, ნეგრედო (კოლაროვი 77), იოვეტიჩი (ჯეკო 61)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გაფრთხილება: ტეტი (80), ვან ვოლფსვინკელი (81); მილნერი (75)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 1(3)-1(9), ჯარიმა: 7-6, კუთხური: 4-14, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

 

საუთჰემპტონი – სტოკი 2:2 (2:2)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 27 987

საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჟოზე ფონტე, კლაინი (ჩემბერსი 80) , შოუ, დევისი, ლალანა, კორკი, შნაიდერლინი, როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, მუნიესა, ადამი (ნ’ზონზი 78), ველანი, კრაუჩი, ოდემვინგიე, უოლტერსი, ასაიდი (გუიდეტი 84)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ლამბერტი (6), 1:1 ოდემვინგიე (38), 2:1 დევისი (41), 2:2 კრაუჩი (44)

გაფრთხილება: ადამი (28), კრაუჩი (67), უოლტერსი (83), ოდემვინგიე (90)

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 3(8)-2(2), ჯარიმა: 7-12, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-3

 

სანდერლენდი – ჰალ სიტი 0:2 (0:1)

სანდერლენდი. “ლაითი.” 42 810

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, მარკოს ალონსო, ჯონსონი, სუნგ-იონგ კი (გარდნერი 70), კოლბექი, ბრიდკუტი (უიქჰემი 76), ალტიდორე, ბორინი (ვერგინი 12)

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი (კორენი 46), ფიგეროა, დევისი, მაკშეინი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი (ბრეიდი 89), იელავიჩი (ალუკო 78)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 0:1 ლონგი (16), 0:2 იელავიჩი (62)

გაფრთხილება: ბრიდკუტი (45+2); როსენიორი (11), ლივერმორი (41), იელავიჩი (61)

გაძევება: ბრაუნი (4)

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბურთის ფლობა: 49%51%, დარტყმა: 3(0)-6(7), ჯარიმა: 12-16, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 7-3

 

სუონსი – კარდიფი 3:0 (0:0)

სუონსი.. “ლიბერთი.” 20 402

სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმან (კანიასი 69), რუტლიჯი, დაიერი (ტეილორი 88), ბრიტონი, ემნესი (პაბლო ერნანდესი 46), ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

კარდიფი: მარშალი, ტერნერი, ფაბიო (მაკნოგტონი 69), კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მედელი, ბო-კიუნგ კიმი, ჯონსი (კემპბელი 56), ბელამი, ზაჰა (მატჩი 77)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

გოლები: 1:0 რუტლიჯი (47), 2:0 დაიერი (79), 3:0 ბონი (85)

გაფრთხილება: პაბლო ერნანდესი (78); მატჩი (86)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 4(7)-1(5), ჯარიმა: 7-7, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-3

 

მეგოლეები:

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

15 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)

12 – იაია ტურე (“სიტი”), ედენ აზარი (“ჩელსი”)

 

0.143195