კალათბურთი

23:41 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში მასპინძლები დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც რუმინეთში 3 სპარინგ-მატჩიდან 2 მოიგო, ამხანაგური თამაშების გასამართად ლუქსემბურგში გადავიდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლები პირველ მატჩში 6 ქულის სხვაობით დაამარცხა – 65:59.

მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო. ლუქსემბურგელებს თავის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი თაობა სწორედ ეს 20-წლამდელები ჰყავთ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებზე თითო-ოროლა მატჩს იგებენ. შინაურ კედლებში მათ ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

www.gbf.ge

0.117135