კალათბურთი

21:57 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის “ბ” დივიზიონი მე-10 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი, რომელშიც 14 ნაკრები მონაწილეობდა, მე-10 საფეხურზე დაასრულა. მე-9 ადგილისთვის მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდი რუმინეთს შეხვდა და 50:66 დამარცხდა.

რუმინეთი ის გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წლის ივნისში 2 მატჩი მოუგო, 1 კი დათმო. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, “ბ” დივიზიონის მე-9 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელშიც რუმინელებმა უპრობლემოდ იმარჯვეს.

ქართველთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი ბექა ბურჯანაძე გახლდათ, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. მის შემდეგ საუკეთესო შედეგი ნუგზარ აბულაძეს ჰქონდა – მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულა.

მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში თამაში და მომავალი წლის ზაფხულში კვლავ ანალოგიურ დონეზე იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მე-9 ადგილისთვის. ბოსნია. 20 ივლისი

რუმინეთი – საქართველო 66:50 (18:11, 20:18, 13:9, 15:12)

საქართველო: ბურჯანაძე (26 ქ. 6 მ.), დარახველიძე,  ბოლქვაძე (2 ქ.), ა. გოგოძე (2 ქ.), მიქელაძე (2 ქ. 3 პ.), კვანტალიანი (3 ქ.), ცირეკიძე, აბულაძე (5 ქ.), სანაძე (2 ქ.), მირზიაშვილი (8 ქ.).

www.gbf.ge

0.122438