1971. დაიბადა ჰენრიკ ლარსონი. შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ჰიოგაბორგის” (1988-1992), “ჰელსინგბორგის” (1992-1993, 2006, 2007-2009), “ფეიენოორდის” (1993-1997), “სელტიკის” (1997-2004), “ბარსელონას” (2004-2006) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2007) ფორვარდი. შოტლანდიისა და ესპანეთის ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. კლუბებში ჩატარებულ 580 შეხვედრაში გატანილი აქვს 325 გოლი, შვედეთის ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 106 მატჩში კი მეტოქის კარის აღება 37-ჯერ შეძლო.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1896. ამერიკის პირველი მარათონული გარბენი ჯონ მაკდერმოტმა მოიგო.
1939. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბობ პასტორი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1942. ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1500 და 3000 მეტრ დისტანციაზე რბენაში ადგილობრივმა სპორტსმენმა გიუნტერ ჰაგმა მსოფლიოს რეკორდული მაჩვენებლებით მოიპოვა პირველობა.
1957. თბილისის ”დინამომ” ავსტრიული ტურნეს პირველ მატჩში, ვენაში ავსტრიის მეორე ნაკრებთან 0:1 წააგო. “დინამო”: კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ღოღობერიძე, რამიშვილი, ხასაია, ბარქაია, ჭკუასელი, იამანიძე, ქვლივიძე.
1987. ლეგენდარულმა ფრანგმა პილოტმა ალენ პროსტმა ფორმულა1-ის შეჯიბრებაში თავისი 28-ე რბოლა მოიგო.
2002. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის პირველი რაუნდის პირველ მატჩში, ჩეხეთის ლიბერეცის ”სლოვანთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ვაშაკიძე, შაშიაშვილი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი, სახვაძე, სამხარაძე, ბურდული, ანჩაბაძე, დარასელია, ახალაია (მიქაძე). გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა.
2006. ტოკიოს ბაშოზე კოკაიმ პირველი მაეგაშირა როჰო (იგივე სოსლან ბარაძოვი) დაამარცხა.
2007. ბაქოში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 66 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ოთარ თუშიშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.
2007. იტალიის ნაკრების, “რომასა” და “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიჯი დი ბიაჯომ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ამ დღეს დაიბადნენ
1873. რობერტ ვრენა. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1893 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.
1910. ჟან-ბაპტისტ ლებრანი. ფრანგი აფროსანი. 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (ფინის სტილი).
1917. არნოლდ აუერბახი. ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. ხელმძღვანელობდა ლეგენდარულ ”ბოსტონ სელტიკს”, რომელსაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა არაერთხელ მოაგებინა.
1951. გი ლეფლერი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. ამპლუით ფორვარდმა ლეფლერმა სპორტული კარიერის დიდი ნაწილი ”მონრეალ კანადიენსში” გაატარა.
1957. ვლადიმირ ტკაჩენკო. საბჭოთა კალათბურთელი. ამპლუით მეფარე (220 სმ). იცავდა საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის ”სტროიტელისა” და მოსკოვის ცსკას ღირსებას. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიადების პრიზიორი. ევროპის სამგზის ჩემპიონი.
1959. ლესლი ტომპსონი. კანადელი ნიჩბოსანი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1961. ერვინ კუმანი. ჰოლანდიის ნაკრების, პსვ-სა და ”გრონინგენის” ფეხბურთელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი.
1971. ჰენრიკ ლარსონი. შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ჰიოგაბორგის” (1988-1992), “ჰელსინბორგის” (1992-1993, 2006, 2007-), “ფეიენოორდის” (1993-1997), “სელტიკის” (1997-2004), “ბარსელონას” (2004-2006) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2007) ფორვარდი. შოტლანდიისა და ესპანეთის ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. სადღეისო სტატისტიკა: კლუბებში ჩატარებულ 541 შეხვედრაში გატანილი აქვს 310 გოლი, შვედეთის ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 100 მატჩში კი მეტოქის კარის აღება 37-ჯერ შეძლო.
1975. ხუან პაბლო მონტოია. კოლუმბიელი ავტომრბოლი. მოგებული აქვს ფორმულა 1-ის ოთხი ეტაპი. იყო ”მაკლარენ-მერსედესის” გუნდის წევრი.
1976. ბონზი უელსი. ”მემფის გრიზლის” მსროლელი-ფორვარდი (193 სმ).